დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუშის რესტორანი Ukve ონლაინ ფილიალებს ხსნის

სუშის რესტორანი Ukve ონლაინ ფილიალებს ხსნის

02-03-2024 19:01:00

სუშის რესტორანი „უკვეს“ დირექტორი თათა კაპანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ თბილისში, ისნის რაიონში ონლაინ ფილიალი გახსნეს და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ონლაინ მომსახურე ფილიალის დამატებას გეგმავენ, რომ ობიექტის დაფარვის არეალი გაიზარდოს.

ამ დროისთვის რესტორანი სამ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. ამასთან აქტიურად მიდის მენიუს განახლება და ახალი კერძების დამატებაც. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძებისთვის საჭირო პროდუქტების ხარისხი. ვიყენებთ მრავალფეროვან ნედლეულს, საქართველოს ბაზრის გარდა,  ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებსაც, რითაც ადგილობრივი რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი გვამარაგებს“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.

თათა კაპანაძე Business Insider Georgia-თან 2023 წელს აჯამებს და წლის გამოწვევებზეც საუბრობს.

„2023 წელს რესტორნის პროდუქტზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა და კომპანიისთვისაც სიახლეებით იყო დატვირთული. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავარი პრობლემაა ბაზარზე კადრების დეფიციტი.  მიუხედავად ამისა, სწორი მენეჯმენტითა და გარკვეული შიდა საოპერაციო ცვლილებებით მაინც მოვახერხეთ ობიექტების თანამშრომლებით სტაბილურად დაკომპლექტება და ისეთი გუნდის შეკვრა, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს, რის საშუალებითაც მივაღწიეთ იმას, რომ კომპანია გავხადეთ სტაბილურად მომგებიანი“, - ამბობს თათა კაპანაძე.

ბრენდი 2016 წელს შეიქმნა და არის პირველი კომპანია, რომელმაც აზიური სამზარეულო ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა, ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია ოცი ადამიანი.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები