მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

თანდათან ვუახლოვდებით მიზანს, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი - Kairos Logistics-ი

news image

Kairos Logistics ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia - თან ამბობს, კომპანია ემსახურება 300 მდე დამკვეთს როგორც საქართველოში,  ასევე უცხოეთში.

„დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი სტრატეგია იყო  მუდმივი განვითარება, მოქნილობა და ადაპტირება არსებული რეალობების თუ ცვალებადობის მიმართ, პარტნიორების ნდობა მათთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტში: ექსპორტი ან იმპორტი, რომელიც  ჩვენი მამოძრავებელი სტიმულია.

პანდემიის დროს ჩვენი გაყიდვები გაიზარდა 40 %-ით გაიზარდა. დღეს ვემსახურებით 300-მდე დამკვეთს როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.  ვამაყობთ, რომ ორი კაცით და ნულოვანი ინვესტიციით დაწყებული საქმე დღეს აერთიანებს 300 მდე თანამშრომელს 6 ქვეყანაში", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

მისი ინფორმაციით, Kairos Logistics-ის საქმიანობაში განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იყო 2022 წელი, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზარზე გარკვეული გადაფასება მოხდა და გადაზიდვების საკითხი რისკის ქვეშ დადგა, თუმცა კომპანიამ ამ გამოწვევას საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი.

,,განსაკუთრებით 2022 წლის პირველ ნახევარში გვქონდა საგრძნობი კლება (უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, 2016 წლიდან გვაქვს ფილიალი), მაინც შევძელით და წელი ზრდით დავასრულეთ - 10.000 საერთაშორისო გადაზიდვა განვახორციელეთ და და ჯგუფის ბრუნვა ლარში 9 ნიშნა გახდა. ვინაიდან, მიჩვეულნი ვართ მუდმივად ტურბულენტურ ზონაში ყოფნას, მალევე მოვახდინეთ ადაპტირება და დღეს გავხდით მოწინავენი შუა დერეფნის განვითარებაში, როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო და სარკინიგზო გზით. ფოთში არსებული საბაჟო ტერმინალით და წლის ბოლოს უკვე თბილისში დამატებული "ა კლასის" ლოგისტიკური ცენტრით, ვაპირებთ უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენი ქვეყნის გავლით და ნაბიჯ ნაბიჯ მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს - საქართველო, რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი!

სამომავლოდ გავაგრძელებთ ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას და კიდევ გავზრდით თანამედროვე სასაწყობე სივრცეს", - აღნიშნავს ნამადოვი.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ციფრული პლატფორმის შექმნის მიმართულებით, რაც იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, ავტოგადაზიდვების სფეროში.

„ჩვენი ახალი პროექტი-„ტრანსლაივი“, ციფრული პლატფორმა იქნება ახალი სიტყვა რეგიონის ავტოგადაზიდვებში, რაც გააჯანსაღებს კონკურენციას და ერთი ლინკის მონიშვნა მისცემს საშუალებას დამკვეთს წვდომა ჰქონდეს ათასობით სატვირთო საშუალებაზე. დღეს IT გადაწყვეტილებები მწირადაა წარმოდგენილი ლოგისტიკაში.

ამის გამო გვაქვს დაბალი ეფექტურობა,  მოუქნელობა და რუტინული საკითხების მუდმივი არსებობა. ამიტომ, ჩვენი გამოცდილება, მუდმივად მზარდი დამკვეთების და გადაზიდვების რაოდენობა გვაძლევს იდეალურ საფუძველს და ბიძგს, რომ ლოგისტიკური პროცესები გავაციფრულოთ, რაც თავისთავად ნიშნავს ამ პროცესების უფრო გამარტივებას, ეფექტურობას და ხელმისაწვდომობას", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, Kairos Logistics  2013 წელს შეიქმნა. მოკლევადიან პერიოდში კომპანიას დაემატება ოთხი ფილიალი რეგიონში და ჯამში 10 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა