დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს მოძველებული კანონმდებლობა აწუხებთ

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს მოძველებული კანონმდებლობა აწუხებთ

02-12-2023 07:27:45

საქართველოში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ) მოძველებულკანონმდებლობის გამო წუხან. უფრო მეტი ეფექტურობისთვის თიზ-ები Business Insider Georgia-თან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსონიბლაძე გვეუბნება, რომ ინვესტორების მოზიდვის პარალელურად, თბილისის თიზ-ისმმართველი ჯგუფი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან არსებულიხარვეზების გამოსწორების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრობლემისძირითადი არსი კი იმაშია, რომ კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიულიზონები მუშაობენ, 2008-2009 წლებში შეიქმნა, მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა დასიახლეები მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლა. სოსო ნიბლაძეგვიხსნის, რომ კომპანიები ხარვეზებსა და დისკომფორტს ძირითადად საოპერაციონაწილში აწყდებიან.

ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისგან შემდგარმა „ზოდი ჰოლდინგმა“ სტრატეგიული გადაწყვეტილება თბილისის ინდუსტრიული ზონის შეძენის თაობაზეგასული წლის ბოლოს მიიღო. თიზ-ის ყოფილ მმართველ კომპანიასთანმოლაპარაკებები წარმატებით კი მიმდინარე წლის მარტში დასრულდა დაშესაბამისად თბილისის თიზ-ის ადმინისტრატორი და მმართველი „ზოდი ჰოლდინგი“ გახდა, ჯგუფი რომელსაც თიზ-ების მართვის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისის თიზ- კომპანიების გარკვეული ბაზა ჰქონდა. ჩვენს მისვლამდეთიზ-ში ძირითადად სავაჭრო პროფილის კომპანიები საქმიანობდნენ, თუმცა ჩვენთავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვიმუშაოთ, ანუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, სერვისების ინტეგრაციაზე თავისუფალზონაში, რათა  კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ“, - ამბობსBusiness Insider Georgia-თან სოსო ნიბლაძე.

როგორც თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, „ზოდიჰოლდინგს“ ადგილზე ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად განვითარებული დახვდა, თუმცა სამრეწველო და სასაწყობო შენობა-ნაგებობების ნაკლებობა იყო. რადგანთავიდანვე მმართველმა ჯგუფმა ეს მიმართულება პრიორიტეტულად დაისახა, სამუშაოებსაც აქტიურად შეუდგა და ფაქტობრივად 6 თვეში 4 000 კვ. მეტრისმოცულობის მულტიფუნქციური შენობა ააშენა. აქ სხვადასხვა პროფილის კომპანიებიუკვე საქმიანობენ.

 ინტერვიუს მსვლელობისას სოსო ნიბლაძეს მსხვილი პროექტების გამოყოფავთხოვეთ. თბილისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, რომ ფართისდიდი ნაწილი იმ უკრაინულ კომპანიას დაეთმო, რომელიც სამშენებლო ბადეებსაწარმოებს. წარმატებული გამოდგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ ინვესტორთანაც, მეზობელი ქვეყნის კომპანია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოებით არისდაკავებული. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 ადამიანი დასაქმდება. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ განვითარებასთანერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

ჩვენი მთავარი საქმე ინვესტორის მოზიდვაა. ვთვლით, რომ კარგი ტემპი დადინამიკა გვაქვს, მაღალია ინტერესი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებთან. უფრო მეტი დეტალის თქმა ახლა არ შემიძლია, თუმცა მიგვაჩნია, რომ კონკრეტული დადებითი შედეგები გაცილებით ადრედაიდება, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

თბილისის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი ჯამურ ინვესტიციებზესაუბარს ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა გვეუბნება, რომ „ზოდი ჰოლდინგის“ მიზანიათიზ-ში 5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩადონ. საინვესტიციო თანხები ისევინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდსამრეწველო და სასაწყობო დანიშნულების შენობების მშენებლობას, არამედ სხვადამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას და თიზ-ში სერვისების განვითარებას.

ჩვენი მიზანია ბიზნეს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა მათთვისადვილი იყოს გადაწყვეტილებების მიღება და საქართველოში ოპერირების მოკლევადებში დაწყება. ამის პარალელურად ჩვენი ამოცანაა, მათ მაქსიმალურადგავუმარტივოთ ბიუროკრატიული ნაწილი, ამიტომაც საჭიროების შემთხვევაშისაოპერაციო და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ საკითხებშიც ვეხმარებით“, - გვეუბნება თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელიდირექტორი.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიროგავა არ მალავს, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ქუთაისის თიზ-მასავაჭრო ჰაბის ფუნქცია ვერ შეიძინა, ამიტომაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაინდუსტრიულ მიმართულებაზე კონცენტრირდა.

იყო პერიოდი, როცა სერვის და სავაჭრო სექტორები თიზ-ებით უფროინტერესდებოდნენ, თუმცა სხვადასხვა ცვლილების შედეგად თიზ-ებითდაინტერესებული კომპანიების რაოდენობა გაიფილტრა და დავიდა ისეთკომპანიებამდე, რომლებიც რეგიონულ ჭრილში სავაჭრო ოპერაციებს ეწევიან დასაწარმოო მიმართულებით საქმიანობენ. რეგიონულ ჭრილში სავაჭროოპერაციებში მოიაზრება ისეთი კომპანიები, რომლებიც იყენებენ საქართველოსროგორც სავაჭრო ჰაბს, აკეთებენ შესყიდვებს სხვადასხვა ქვეყნებში, პროდუქციაჩამოაქვთ საქართველოში და შემდეგ დისტრიბუციას ახორციელებენ ჩვენსმეზობელ ქვეყნებში. ასეთი კომპანიები კი რეალურად ბევრი არ არის. ქუთაისმალოკაციიდან გამომდინარე სავაჭრო ჰაბის ფუნქცია ვერ შეიძინა. ამიტომ ჩვენიმიმართულება უფრო ინდუსტრიულ მიმართულებად იქცა. ქუთაისის ინდუსტრიულიზონა ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც ჩვენმემკვიდრეობით ბევრი სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული შენობა მივიღეთ. მართალია ისინი არ არიან საუკეთესო მდგომარეობაში, თუმცა ყოველშემთხვევაში ეს სოლიდური შენობებია, რომლებიც თავიანთი ტექნიკურიმახასიათებლებიდან გამომდინარე ინდუსტრიულ პროექტებს კარგად ერგებიან “, - აცხადებს გიორგი როგავა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

ამ ეტაპზე ქუთაისის თიზ-ში წარმატებით საქმიანობს ხე-ტყის გადამამუშავებელიკომპანია, რომელიც ხისგან ნედლეულს ქმნის და შემდეგ ეს ნედლეული ავეჯისინდუსტრიაში გამოიყენება. ქუთაისის თიზ-ში საქმიანობს შიდა ინტერიერისმწარმოებელი კომპანიაც, რომელსაც საკუთარი ნაწარმი საქართველოდან ექსპორტზემსოფლიოს მასშტაბით გააქვს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ქუთაისის თიზ-დანოპერირებს, ავტომობილის დეტალების მწარმოებელია. გიორგი როგავა გვიხსნის, რომეს კონკრეტულია მართალია მასშტაბური კომპანია არ არის, თუმცა პლასტმასისდეტალებს ქმნის და მასაც შემდეგ პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ქუთაისის თიზაირჩია საქმიანობისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელმაკომპანიამაც, ქარხანა უკვე ამუშავებულია და ეს კომპანიაც ქართულ ბაზართან ერთადექსპორტზეა ორიენტირებული. ქუთაისის თიზ-ში საქმიანობს ლამინატისმწარმოებელი კომპანიაც და აქვე ხორციელდება ერთი ფარმაცევტული პროექტიც.

რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს. ამ ეტაპზე კონსულტაციები გვაქვსბიზნესმენთა ჯგუფთან, რომელთა ინტერესიც არის, რომ საქართველოშიელექტროავტომობილები ააწყონ. მათთვის ნედლეულის ბაზა კორეა და ჩინეთიიქნება, სურთ რომ ახალი ბრენდი საქართველოში დააფუძნონ. იმედი მაქვს რომსაბოლოოდ ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აირჩევენ“, - აცხადებს გიორგიროგავა.

როცა გამოწვევებზე ვკითხეთ, ქუთაისის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელიდირექტორიც კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს. გიორგიროგავა გვეუბნება, რომ ინდუსტრიულ ზონებს დამატებითი მექანიზმები სჭირდებათ, რათა უფრო მეტი ინვესტორის შემოყვანა შეძლონ.

თიზ-ით შემოსული ინვესტიცია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციაა, იმიტომ რომ აქ იქმნება სამუშაო ადგილები, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი. მთავრობას აქვს პოზიცია, რომ თიზ-ები უკვე სარგებლობენ შეღავათებით და მეტირაღა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, თუმცა რეალობა გვაჩვენებს, რომ არსებულიბენეფიტები ბოლომდე საკმარისი არ არის და საჭიროა გაჯანსაღება. კანონმდებლობა, რის ფარგლებშიც ვსაქმიანობთ ძალიან ძველია, დაახლოებით15 წლის. მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა საქართველოში, საგადასახადოკოდექსში, მათ შორის უამრავი ახალი დაბეგვრის მექანიზმი შეიქმნა, რაც თიზ-ზეარ ვრცელდება, პირიქით რაღაც დონეზე უფრო დავიწროვდა ის სამუშაო არეალი, რომელიც თიზ-ებს დარჩათ, შესაბამისად დამატებითი ხელშეწყობააუცილებელია. მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, რომ განვითარებული თიზებიგვქონდეს. ის განვითარება რა დონითაც დღეს თიზ-ები ვითარდება არ შეიძლებადავაბრალოთ რომელიმე თიზ-, რომ ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. მაგალითად, ბევრია იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ინდუსტრიული ზონისსანახავად ჩამოვიყვანეთ, შედეგად კი ზოგადი სიტუაციით ისე მოიხიბლნენ, რომბევრმა მათგანმა უძრავი ქონებაც კი შეიძინა, ასე რომ ჩვენ მართლა ბევრსვაკეთებთ ქვეყნისთვის“, - ამბობს ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისაღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოში ამ ეტაპზე ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა, აქედან ორიგანთავსებულია ქუთაისში, ერთი ფოთში და ერთიც დედაქალაქში.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს საბაჟო კოდექსითგათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობაა, სადაც მოქმედებს დამატებითიპირობები და საგადასახადო შეღავათები. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერტერიტორიაზე, რომლის ფართობი 10 ჰექტარს აღემატება, გამონაკლისი ქართულიკანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებია.თიზ-ების შექმნა, საქმიანობის პირობები, თიზ-ის საწარმოების სტატუსი და მათთან დაკავშირებულისამართლებრივი რეგულაციები დაწესებულია საქართველოს საგადასახადოკოდექსით, საბაჟო კოდექსით, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონებიდან გამომდინარე კანონქვემდებარენორმატიული აქტებით.

Business Insider Georgia-ს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რომ თიზ-ებისტერიტორიებზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას(საქონლის შეტანა, წარმოება, მიწოდება, მომსახურების გაწევა) ეწევიან თავისუფალიინდუსტრიული ზონის საწარმოები. უწყება განმარტავს, რომ თიზ-ის საწარმოები, მათიაქტივები და საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულიასაქართველოში მოქმედი გადასახადებისაგან: მოგების გადასახადი; ქონებისგადასახადი; აქციზი; დღგ; იმპორტის გადასახადი. თიზ-ის საწარმოები იხდიანსაქონლის ფასის 4 პროცენტს, თუ ისინი განახორციელებენ თიზ-ში არსებულისაქონლის მიყიდვას საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქართველოსკანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის ან შეიძენენ საქონელს თიზ-შიშესატანად საქართველოს სხვა ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირისაგან. ეს ის ინფორმაცია რაც შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში შედის, ის კი რაც თიზ-ებს აწუხებთ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ამიტომაც Busness Insider Georgia ამ თემას ისევ დაუბრუნება, მაშინ როცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას შევძლებთ.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები