დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

23-04-2024 16:40:00

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

„დედამიწის დღე 2024-ის“ მთავარი  გზავნილი - „პლანეტა პლასტმასას წინააღმდეგ“ იყო. სწორედ ამ მოწოდებას უპასუხა „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლევანდელი აქტივობით - კომპანიამ მწვანე სოციალურ საწარმო „ტენესთან“ თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის მიზნით, მოქალაქეებს პლასტმასის შეგროვების აქციაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. „თეგეტას“ შვილობილი კომპანიის, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ელექტრომანქანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა, კონკრეტულ ლოკაციებზე კი „ტენეს“ წარმომადგენლები მოსახლეობისგან შეგროვებულ პლასტმასას იბარებდნენ. აქტივობის შედეგად სხვაფასხვა ლოკაციაზე ნახევარ ტონაზე მეტი პლასტმასა შეგროვდა. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.

ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და „თეგეტაში“ წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს.

ასევე გამოვარჩევდი  კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.