დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც ბიზნესის მენეჯმენტში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიური პლატფორმები, რომლებიც ბიზნესის მენეჯმენტში დაგეხმარებათ

20-05-2024 16:00:00

ბიზნესის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ კომპანია ბევრ თანამშრომელს აერთიანებს და თან მათ განსხვავებული უფლება-მოვალეობები აქვთ.

სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებიდან დავალების შესრულებამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები კი ამ პროცესის გამარტივებას ცდილობენ და ისეთ ხელსაწყოებს ქმნიან, რომელთა დახმარებით ბიზნესის მენეჯმენტს უფრო ეფექტიანად შეძლებთ, რითაც დროის და რესურსების დაზოგვას შეძლებთ.

საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აქვთ საშუალება, სპეციალური პირობებით ისარგებლონ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტებითა და სერვისებით, ამ ბლოგში კი რამდენიმე ისეთი სერვისის შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით ბიზნესის მართვა გაგიმარტივდებათ:

Microsoft 365

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის ოპერირება საოფისე პროგრამების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. დოკუმენტებზე მუშაობით დაწყებული, მონაცემების დამუშავებით თუ პრეზენტაციების მომზადებით დამთავრებული, Microsoft-ი უპირობო გლობალური ლიდერია, მისი სერვისებით კი ყოველდღიურად მილიარდობით მომხმარებელი სარგებლობს.

Microsoft 365 Business Basic მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneDrive, SharePoint და Teams. საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს მომხმარებლებს კი აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ ნაკრების ოფიციალური ვერსია შეღავათიან ფასად შეიძინონ.

DocuSign

Microsoft Word-ში მომზადებულ დოკუმენტს ხშირად სჭირდება კომპანიის დირექტორის მხრიდან ხელმოწერა, ამ პროცესის გამარტივების საუკეთესო გზა კი DocuSign-ის სერვისია, რომელიც მომხმარებლებს დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას აძლევს. ეს პლატფორმა თავიდან აგარიდებთ დოკუმენტის ამობეჭდვის, გაგზავნის, ფიზიკურად ხელის მოწერის, სკანირების და ფოსტის გამოყენების საჭიროებას, მისი დახმარებით ხელმოწერის დადასტურებას რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან შეძლებთ.

Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდის შემთხვევაში, DocuSign-ის სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

Monday.com

სამუშაოს დროულად და ეფექტიანად შესრულებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ყველა წევრმა ზუსტად იცოდეს თავისი მოვალეობა და სამუშაოს შესრულების ვადები. Monday.com-ის სერვისი პროექტის მართვის, გეგმის შედგენის, დავალებების განაწილების, ვადების განსაზღვრის და სამუშაოს შესრულების პროცესზე დაკვირვების მარტივ საშუალებას გაძლევთ. ეს არის ერთიანი სივრცე, რომელიც კომპანიას დროის დაზოგვაში და კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება, რადგან გუნდის ყველა წევრი ხედავს შესასრულებელი დავალებების პროგრესს. Monday.com ციფრული სამუშაო გარემოა, რომელიც რუტინულ პროცესებს ამარტივებს და პროდუქტიულობას ერთიორად აუმჯობესებს. ამ ერთ პლატფორმაზე შეგიძლიათ, რომ თვალი ადევნოთ ყველა მნიშვნელოვან სამუშაოს, არ გამოგრჩეთ კრიტიკული დედლაინები, შეამოწმოთ მომხმარებელთა ინფორმაცია, ისარგებლოთ რეპორტინგისა და ანალიტიკის ხელსაწყოებით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსახერხებელი დიზაინისა და სმარტფონზე მორგებული აპლიკაციის მეშვეობითაც.

ამ უნიკალური სერვისით სარგებლობას საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს მომხმარებლები ფასდაკლებით შეძლებენ.

Notion

ხშირად საუკეთესო იდეები მსჯელობისას ან ერთი დოკუმენტიდან მეორეში გადატანისას იკარგება, თუმცა Notion-ის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენი ბიზნესი არცერთ ღირებულ იდეას არ გაუშვებს ხელიდან, რადგან ყველაფერი ერთიან სამუშაო სივრცეში იქნება ინტეგრირებული.

მაინც რას გულისხმობს ეს? ეს არის პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, შესაძლებლობას გაძლევთ, ახალ იდეებზე იმუშაოთ და ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალს მოუყაროთ თავი. შემდეგ კი, როცა ინფორმაციას შეაგროვებთ, მოაწესრიგებთ, გადაარჩევთ და მიზანს დაისახავთ, იქვე შეძლებთ მასზე მუშაობას და პროგრესზე დაკვირვებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ Notion-ის პლატფორმა დავალებების განაწილების, ცვლილებების შეტანის და თანამშრომლების ერთ დავალებაზე გაერთიანების საშუალებას მოგცემთ, თანაც ისე, რომ პროცესი ყველასათვის ხილული იქნება.

Mastercard-ის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, Notion-ის პლატფორმით 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ.

ცხადია, საქართველოს ბანკის და Mastercard-ის მომხმარებლები მხოლოდ ამ 4 შეთავაზებას არ მიიღებენ, რეალური სია გაცილებით უფრო ვრცელია და ის მუდამ იზრდება, ამიტომ თვალი აქტიურად უნდა ადევნოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებების სივრცეში გამოჩენილ სიახლეებს.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ ამ შეთავაზებებით სარგებლობას მხოლოდ მასტერქარდის ბიზნესბარათის მფლობელები შეძლებენ. თუ ბარათი ჯერ არ გაქვთ, მისი შეკვეთა საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. და თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები