დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ხორციელდება

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ხორციელდება

2024-05-20 15:00:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 48 274 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 63 923 ერთეული. შესაბამისად კლება 24,5%-ია. 

მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულება 721,870.96 ათასი დოლარია.

საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, რომელზედაც 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების 70%-ი მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ხორციელდება:

  • აშშ - 33,978.00 ცალი - 407,202.04 ათასი დოლარი,
  • იაპონია - 6,809.00 ცალი - 100,229.02 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 2,403.00 ცალი - 109,338.50 ათასი დოლარი,
  • კორეა - 1,124.00 ცალი - 15,988.20 ათასი დოლარი,
  • ჩინეთი - 832.00 ცალი - 11,065.02 ათასი დოლარი.

იმპორტის პარალელურად შემცირებაა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით. იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 28,057 ერთეული ავტომობილი რეექსპორტირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 15%-იანი კლებაა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები