2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ იაპონიიდან 485,550.02 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 10 თვეში იაპონიიდან 213,545.98 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი ფიქსირდება. ღირებულებით ნაწილში იაპონიიდან იმპორტის 95%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ მიმდინარე 10 თვის იმპორტის მაჩვენებლები უკვე ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს, რადგანაც აღნიშნულმა მაჩვენებლებმა წინა რეკორდსმენს ანუ 2014 წლის მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ იაპონიიდან 368,173.81 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, ის 40%-იან კლებას აჩვენებს. თუ 2023 წლის 10 თვეში საქართველომ იაპონიაში 7,483.90 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 12,469.70 ათასი დოლარი შეადგინა. იაპონიაში ექსპორტმა უმაღლეს მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 18,937.99 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.
TOP-5 პროდუქტი, რაც 2023 წლის 10 თვეში საქართველომ იაპონიაში გაყიდა:
უახლესი
15 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება17 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა