ნორვეგიიდან იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ნორვეგიიდან 15,204.63 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,164.08 ათასი დოლარის. ნორვეგიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია გაყინული თევზია, რაზეც ნორვეგიიდან იმპორტის 40%-ი მოდის, მეორე ადგილზე, 27%-იანი წილით ისევ თევზია ოღონდ თევზი ახალი ან გაცივებული.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნორვეგიიდან ყიდულობს:
ბოლო 15 წლის სტატისტიკით საქართველომ ნორვეგიიდან ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი 2022 წელს განახორციელა, როდესაც ამ ქვეყნიდან 16,355.66 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ნორვეგიაში 428.77 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 1,625.34 ათას დოლარს შეადგენდა, რაც ექსპორტის 74%-იან კლებაზე მიუთითებს.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ღვინო იყო, რომელზედაც ნორვეგიაში ექსპორტის 92%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნორვეგიაში ყიდის:
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა