დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის და ყიდულობს

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის და ყიდულობს

2023-12-03 16:42:32

2023 წელს აშშ-ში ექსპორტი 71%-ითაა შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ამერიკაში 74,505.71 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტი 258,756.06 ათასი დოლარის დონეზე იყო. საგულისხმოა, რომ აშშ-ი ექსპორტმა თავის მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ აშშ-ში ექსპორტიდან 265,059.69 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ფეროშენადნობებია, რომელზეც აშშ-ში ექსპორტის 66%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 51,790.45 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4,215.50 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,456.87ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი - 1,847.14 ათასი დოლარი;
  •  ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,366.85 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს ის 101%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აშშ-დან 1,591,106.25 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 790,739.38 ათასი დოლარის. აშშ-დან იმპორტი 2023 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება, რადგანაც მიმდინარე წლის 10 თვის მაჩვენებლები 2022 წლის 12 თვის მაჩვენებელს უკვე აჭარბებს. არადა წლიურ ჭრილში აშშ-სან იმპორტის მაქსიმუმმა სწორედ 2022 წელს მიაღწია. აშშ-დან იმპორტის 94%-ი მსუბუქი ავტომობილებია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1,497,585.67 ათასი დოლარი;
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 6,108.34 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 5,539.49 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 5,241.19
  • პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 3,663.08

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები