დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

TOP-5 სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა

2023-12-06 02:00:09

2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ხელმისაწვდომი. 

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 314,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. 

2023 წლის 9 თვეში 725,710 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 122,360 პოლისი იყო გაყიდული.

2022 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე პირველია „ჯიპიაი“ (145 მლნ. ლარი) ,  მეორეა - „თიბისი“ (131 მლნ ლარი) , მესამე ადგილზეა „ალდაგი“ (126 მლნ ლარი), მეოთხეა „იმედი L“ (77 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (76 მლნ ლარი) იკავებს.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 353,9 მლნ. ლარი).

  • ჯიპიაი - 89.9 მლნ - ბაზრის 25%;
  • იმედი L - ₾64.7 მლნ - 18%;
  • არდი - ₾61.7 მლნ  - 18%;
  • თიბისი - ₾30.7 მლნ -  9%%; 
  • ირაო - ₾25.2 მლნ -  7%;
  • სხვა -₾  81.7 მლნ - 23%

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით სულ 153,4 მლნ. ლარია; 

  • თიბისი - ₾40.1 მლნ - 26%;
  • ალდაგი - ₾34.7 მლნ - 23%;
  • ჯიპიაი - ₾19.8 მლნ  -13%;
  • ნიუ ვიჟენ - ₾10.6 მლნ - 7%;
  • ირაო - ₾9.0 მლნ  - 6%; 

2023 წლის 9 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 96,4 მლნ. ლარი). 

  • ალდაგი - ₾44.4 მლნ  - 46%;
  • თიბისი - ₾15.5 მლნ - 16%;
  • უნისონი - ₾12.2 მლნ - 13%;
  • ჯიპიაი - ₾11.2 მლნ - 12%; 
  • ირაო - ₾5.1 მლნ - 5%;
  • სხვა - ₾ 8.0 მლნ - 8%;

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 66,1 მლნ. ლარი). 

  • თიბისი - ₾31.7 მლნ -  48%;
  • ალდაგი - ₾20.9 მლნ-  32%;
  • იმედი L - ₾6.4 მლნ - 10%;
  • ჯიპიაი - ₾2.7 მლნ - 4%;
  • ირაო - ₾1,5 მლნ - 2%; 
  • სხვა - ₾3 მლნ - 4%

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით (სულ 21,1 მლნ. ლარი)

  • ალდაგი - ₾7.9 მლნ - 38%;
  • ჯიპიაი - ₾5.4 მლნ - 26%;
  • უნისონი - ₾2.2 მლნ - 11%;
  • ირაო - ₾1.8 მლნ - 8%;
  • თიბისი - ₾1,4 მლნ - 6%;
  • სხვა - ₾2.4 მლნ - 11%;

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები