დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tri Media Intelligence-ს რეიტინგით ყურებადობით „იმედი“ ნომერ პირველი ტელევიზიაა

Tri Media Intelligence-ს რეიტინგით ყურებადობით „იმედი“ ნომერ პირველი ტელევიზიაა

16-05-2024 16:00:00

Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ნომერ პირველი ტელევიზიაა.

აპრილის მაჩვენებლებით, მისი Share-ს მაჩვენებელი 26.72 შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ რუსთავი 2-ს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.

TOP-3-ს პოს ტვ ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც რუსთავი 2-ის მაჩვენებლებს მცირედით ჩამორჩება.

Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი აპრილის მონაცემებს ასახავს.

1. იმედი - 26.72

2. რუსთავი 2 - 8.03

3. პოს ტვ - 7.05
4. მთავარი არხი - 6.35
5. ტვ პირველი - 4.89
6. ჯი დი ესი  - 3.65
7.  საზ. მაუწყ. 1-ლი არხი -  2.11
8. კომედი ტვ - 1.77
9. ფორმულა - 1.30
10. მარაო - 1.18
11. მაესტრო - 1.02
12. სილქ უნივერსალი - 0.95
13. ალტ ინფო - 0.77
14. სეტანტა სპორტ - 1 0.68
15. აჭარა - 0.60
16. ევრონიუს ჯორჯია - 0.28
17. პალიტრა ნიუსი - 0.28
18. ობიექტივი - 0.23
19. სეტანტა პორტ - 2 0.22
20. კავკასია - 0.20
21. ერთსულოვნება - 0.20
22. TVC - 0.18
23. TV 25 - 0.12
24. საპარლამენტო - 0.11
25. ენკი-ბენკი - 0.10
26. სენტანტა სპორტ 3 - 0.09
27. სტერეო+ - 0.05
28. რაგბი ტვ - 0.05
29. მიუზიკ ბოქსი - 0.03
30. BMG - 0.03

TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.

(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები