მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტრო წარმატებულ სტუდენტებს საზღვარგარეთ რეზიდენტურის ხარჯებს დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საწყის ეტაპზე 100-150 სტუდენტი შეირჩევა, რომელთა რეზიდენტურისა და საცხოვრებლის ხარჯებს სრულად სამინისტრო დაფარავს. აზარაშვილის თქმით, პროგრამის ხანგრძლივობა 18-24 თვემდე იქნება.
"მთავრობა ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სამედიცინო სასწავლებლებიდან წარმატებული სტუდენტების შერჩევა მოხდება. ხოლო შემდგომ ეტაპზე, სამინისტრო მათ საზღვარგარეთ რეზიდენტურისა და საცხოვრებლის ხარჯებს დაუფინანსებს. პროგრამის საწყის ეტაპზე 100-150 სტუდენტი შეირჩევა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მიმართული იქნება იმისკენ, რომ უკან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ქვეყანას ეყოლება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომლებიც გარანტირებულად დასაქმდებიან სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება, თუმცა ჯერ უცნობია როდის ამოქმედდება პროგრამა ან რომელიც სასწავლებლებიდან შეირჩევა სტუდენტები.
უახლესი
2 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს18 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა