დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წარმოგიდგენთ “აკადემიას” - ახალ, განსხვავებული კონცეფციის სივრცეს | Ambassadori Kachreti Golf Resort

წარმოგიდგენთ “აკადემიას” - ახალ, განსხვავებული კონცეფციის სივრცეს | Ambassadori Kachreti Golf Resort

18-05-2024 15:29:00

წარმოგიდგენთ “აკადემიას” - ჩვენს ახალ, განსხვავებული კონცეფციის სივრცეს, რომელიც ბრიტანული არქიტექტურით შთაგონებული ექსტერიერით გამოირჩევა.

 “აკადემია”ამბასადორი კაჭრეთის ტერიტორიაზე, კომპლექსის ქვედა ნაწილში, მყუდრო ადგილას მდებარეობს, რაც იდეალურ ატმოსფეროს ქმნის, როგორც მშვიდი დასვენებისთვის, ასევე სამუშაო შეხვედრებისთვის, სემინარებისა და სხვადასხვა ტიპის კონფერენციებისთვის.

სასტუმრო “აკადემია” 4 სხვადასხვა კატეგორიის 40-ზე მეტ ნომერს, ბარ-რესტორანს, საკონფერენციო სივრცეებს და შიდა ეზოს აერთიანებს.

 შენობის წინ არსებული მდიდარი სპორტული ინფრასტრუქტურა (როგორიცაა ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და საცხენოსნო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, დახურული სასროლეთი) კი საშუალებას იძლევა უმასპინძლოს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებებს, ასევე სხვადასხვა სპორტული კლუბის გასვლით ვარჯიშებს.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის სტუმრებისთვის ასევე ღიაა წვდომა კომპლექსში არსებულ სხვა სერვისებზე, მაგალითად: ღია და დახურული აუზები, სპა, სპორტული დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი, პადელი, გოლფი, რესტორანი და სხვ.

დაგვიკავშირდით:

 info@ambassadori.com | 032 2 18 06 06

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები