დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს მრავალფეროვან ასორტიმენტში ერთ-ერთი  ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ცხელი შოკოლადია -  გაგრა+

ჩვენს მრავალფეროვან ასორტიმენტში ერთ-ერთი  ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ცხელი შოკოლადია - გაგრა+

26-11-2023 13:33:26

გაგრა+-ის შოკოლადებისა და ნაღებების მრავალფეროვან ასორტიმენტში ერთ-ერთი  ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ცხელი შოკოლადია. როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი ნინა ჯიმშელია აღნიშნავს, მათ მიერ ქართული ბაზრისთვის შეთავაზებული ცხელი შოკოლადები უმაღლესი ხარისხის, ნატურალური და უვნებელი პროდუქტია, რომელიც ევროპიდან შემოდის საქართველოში. 

,,გვიანი შემოდგომაა და ცხელი შოკოლადის მიმართ მოთხოვნა გააქტიურდა. შემიძლია ვთქვა, რომ სეზონს გახსნილად ვაცხადებთ. ზამთარი მოდის და ეს უკვე რეალიზაციის მაჩვენებლებსა და ასორტიმენტზეც გარკვეულწილად აისახება. მით უმეტეს, ჩვენს მიერ შეთავაზებული შოკოლადები არის მაღალი სტანდარტის, რომლის ანალოგიც ბაზარზე იშვიათია. გვენდობა და მოგვყვება მომხმარებელი, რაც კომპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.  მომწოდებლის შერჩევისას ყველაზე მეტად ამ ასპექტს ექცევა ყურადღება", - ამბობს ნინა ჯიმშელია Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, კომპანია გაგრა+ არის წამყვანი ევროპული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 

კომპანია 2003 წელს დაფუძნდა და 50-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები