დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წყალქვეშა მარანი და მუსიკალური მუზეუმის მოწყობის გეგმა - შავ ზღვაში დაძველებული ღვინოს ამოტანა წყლიდან ზაფხულში მოხდება

წყალქვეშა მარანი და მუსიკალური მუზეუმის მოწყობის გეგმა - შავ ზღვაში დაძველებული ღვინოს ამოტანა წყლიდან ზაფხულში მოხდება

2024-04-24 11:00:00

შავ ზღვაში „მეღვინეობა ხარებას“ 140 ბოთლი ღვინო ინახება, რომლის ამოღებაც წყლიდან ზაფხულში იგეგმება. როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ და „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორმა დავით ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ღვინის შავ ზღვაში დაძველებიდან უკვე 7 თვეზე მეტია გასული. 

„პროექტის განხორციელება დაწყებული გაქვს „მეღვინეობა ხარებასთან“ ერთად. საუბარია მცირე, საპილოტე პროექტზე. „მეღვინეობა ხარებამ“ პრემიუმ კლასის 140 ბოთლი ღვინო გამოყო და შავ ზღვაში გვაქვს შენახული. მას შემდეგ რაც ღვინო ზღვაში ჩავიტანეთ 7 თვეზე მეტი გავიდა. 

ზოგადად ღვინის შავ ზღვაში დაძველების პროექტი 2020 წელს დავიწყეთ. ღვინო მაშინ ამფორაში იყო მოთავსებული. ჩვენი ძალებით ამ პროექტის განხორციელება გაგვიჭირდა, საწარმოო სიმძლავრეებიც არ იყო, რომელიც ამფორებს დაამზადებდა. ამიტომ დავიწყეთ სხვა ტექნოლოგიების მოძიება. ევროპაში ღვინოს ზოგადად შუშის ბოთლებში აძველებენ, მაგრამ შუშის ბოთლს ის ნაკლი აქვს, რომ მას ისე არ აჯდება მოლუსკები, როგორც ამფორებს. არის მეორე მინუსიც. კი შავი ზღვა ამ მხრივ უკეთესია ვიდრე ხმელთაშუა ზღვა, რადგანაც მზის სხივისთვის გამჭვირვალობა უფრო დიდია. თუმცა საბოლოოდ მოვნახე ტექნოლოგია, რათა ეს პრობლემები გადაგვეწყვიტა. 

ამ დროისათვის ღვინის შავ ზღვაში დაძველების პროცესი კარგად მიდის“, - განმარტავს დავით ნიკოლეიშვილი.

მისვე თქმით, ღვინის ზღვაში დაძველების სასურველი ციკლი არის ერთი წელი, რადგანაც ზღვაში დაძველების 1 წელი, ისე 3 წელს უდრის.

ირკვევა, რომ შავ ზღვაში ღვინის დაძველებით სხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიაცაა დაინტერესებული, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს და პროექტის ფარგლებში რუმინული მხარისგან დაინტერესებაც არის. 

„თანხები, რომ გამოიყოს ზღვაში საკუთარი ტერიტორია უნდა გქონდეს. ტერიტორია, რომ იჯარით აიღო საკმაოდ რთული მოთხოვნები, რომ მე ცალკე პიროვნება რაც არ უნდა სტაბილური შემოსავალი მქონდეს, ამ პროექტს ვერ მოვერევი, ძალიან რთული მოთხოვნები აქვთ. მხოლოდ დიდი კომპანიებს შეუძლიათ იჯარით აღება.

ზოგადად შავ ზღვაში ნიუ ჰაუების შემოტანა/დანერგვით ნორვეგიელები ლიდერობენ და მათ ფრანჩაიზი მთხოვეს. თუმცა ფრანჩაიზი როგორ გავცე თუ მე წარმოება არ განვავითარე?

მინდა, რომ წლის ქვეშ მუსიკალური მუზეუმი გავაკეთო. არის კულტურული მუზეუმები, მუსიკალური მუზეუმები, ჩაძირული გემის მუზეუმი და ასე შემდეგ, სადაც ეწყობა სხვადასხვა სანახაობა და იზიდავს დაივერ ტურისტებს. დავტესტე პროექტი და პიანინო უკვე ჩავიტანე, მუსიკა და ღვინო ერთმანეთს ძალიან უხდება“, - აღნიშნა დავით ნიკოლეიშვილმა.
 

უახლესი

7 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები