დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ იქნება მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა, პროექტი განხორციელდება - მინისტრი „კამარა ჰესზე“

თუ იქნება მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა, პროექტი განხორციელდება - მინისტრი „კამარა ჰესზე“

04-12-2023 16:48:50

„კამარა ჰესის“ პროექტის განხორციელებისათვის მოსახლეობის მხარდაჭერა ესაჭიროება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, პროექტი დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან.  ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება ენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ყველა პროექტი შეიძლება ვერ განხორციელდეს.

„შესაძლოა, ბევრი საკითხი გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკურად მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ გარემოსდაცვით მიზანშეწონილობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა იყოს. რაც შეეხება „კამარა ჰესს“, როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა, ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“,- თქვა მინისტრმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები