Wempler . ვემპლერი სტარტაპია, რომლის აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 1 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს ნებისმიერი ერთჯერადი დავალების შესრულებას სთავაზობს.
Wempler-ის საშუალებით, ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, სხვებს დაეხმარონ და ამით თანხა გამოიმუშაონ თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე. სერვისი იმდენად მოთხოვნადია, რომ ახალგაზრდა სტარტაპერი უკვე მომსახურების ექსპორტს გეგმავს.
პირველი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც ,,ვემპლერის“ სერვისი დაინერგება.
როგორც Wempler-ის დამფუძნებელი ალექსანდრე თავხელიძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, აპლიკაციას სხვადასხვა კატეგორია აქვს (ძაღლის გასეირნება, მებაღეობა, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და სხვა), რომლის მეშვეობითაც ადამიანს ნებისმიერ საქმის გადაბარების შესაძლებლობა ეძლევა.
,,იდეა გაჩნდა პირადი საჭიროებიდან, მაშინ პირადად დამჭირდა დახმარება სარემონტო მასალების ყიდვაში და ამისთვის დრო არ მქონდა. დამხმარეს მოძიება ვცადე და ვერ მივაგენი ვერაფერს, გარდა ფეისბუკ ჯგუფებისა, ათასობით ადამიანი სასურველი დამხმარეს პოვნას ან სხვის დახმარებას ითხოვდა. ეს შემთხვევა ეს Wempler-ის შექმნის დამატებითი მოტივატორი გახდა. ამ ეტაპზე ჩვენი სერვისი უალტერნატივოა და აკავშირებს ადამიანებს, ვისაც არ აქვს ყოველდღიური დავალების შესრულების დრო, ენერგია, კვალიფიკაცია ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებს კონკრეტული საქმის შესრულებას. შესაბამის დავალებას შეასრულებს ადამიანი, ვისაც დროც აქვს, ენერგიაც და თავისი უნარის კაპიტალიზაცია სურს“, - ამბობს ალექსანდრე თავხელიძე.
ამდენად, ნებისმიერი სერვისი, რომელიც არის ერთჯერადი, შეიძლება იპოვოთ ,,ვემპლერში“. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ის არ ასაქმებს, ადამიანები აპლიკაციის საშუალებით თვითონ ეძებენ და პოულობენ ერთმანეთს, შესაბამისად, სეგმენტი არის ის ხალხი, ვისაც აქვს სერვისების ხარჯზე დროის დაზოგვის საშუალება. ,,ვემპლერში“ დარეგისტრირებული ე.წ. შემსრულებლების რაოდენობა 4000 ზე მეტია.
უახლესი