მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.5
-0.0016
flag
AZN 1.5861
0.0002
flag
CNY 37.534
-0.0035
flag
EUR 3.1367
-0.0099
flag
GBP 3.6223
0.0164
flag
KZT 49.93
-0.0011
flag
TRY 0.0663
0
flag
USD 2.6964
-0.0006

VR Vake Sky Tower-ის საერთაშორისო აღიარება - VR Holding-ის პროექტი International Property Awards-ის გამარჯვებულია

news image

დეველოპერული კომპანია VR Holding-ის პროექტმა VR Vake Sky Tower-ი International Property Awards-ზე ნომინაციაში „Residential High Rise Development” გაიმარჯვა. როგორც Business Insider Georgia-ს VR Vake Sky Tower-ის მარკეტინგის მენეჯერმა თინათინ სამხარაძემ განუცხადა, აღნიშნული საერთაშორისო აღიარება მოწმობს იმას, რომ კომპანიას განვითარების სწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

„საერთაშორისო დაჯილდოებაზე International Property Awards-ში VR Vake Sky Tower-ის გამარჯვება ნომინაციაში - “Residential High Rise Development” კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ განვითარების სწორი სტრატეგია გვაქვს შერჩეული და ჩვენი ხარისხი, ამავდროულად უპირატესობები საერთაშორისო აღიარებას იმსახურებენ.

გვეამაყება, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი გლობალური ჯილდოს მფლობელია. თავისი კონცეფციით, არქიტექტურული სტილითა და მრავალფუნქციურობით, დარწმუნებულები ვართ, VR Vake Sky Tower თბილისის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ეს არა მხოლოდ ჩვენი მიზანი და მოლოდინია, არამედ უკვე საერთაშორისო აღიარებითაც დასტურდება“, - ამბობს თინათინ სამხარაძე.

International Property Awards-ი მსოფლიოს უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყოა. International Property Awards-ის ნომინაციებში მხოლოდ ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული პროექტები იღებენ მონაწილეობას.

„დაჯილდოებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ პრემიუმ პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან, ხოლო რაც შეეხება იმას თუ რით იყო ჩვენი პროექტი გამორჩეული, როგორც იცით VR Vake Sky Tower საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება, რომლის მთავარი მიზანია იქცეს ქალაქის მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში.

პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.

თვითონ პროექტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული განმასხვავებელი ღირებულება მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტაა, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამაც შენობის სტრუქტურირებულად ერთიანი ხასიათი შექმნა, არის მისი ორმაგი ვენტილირებადი  ფასადი, რომლის გამოყენება, საქართველოს მასშტაბით ინოვაციური სვლაა, მსგავსი ტიპის ფასადი გაკეთებულია ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე როგორიცაა: The Shard და Marunouchi Tokio Marine.

პროექტს ასევე გააჩნია ამიერკავკასიაში ყველაზე  მაღალ ნიშნულზე არსებული საცურაო აუზი - ყოველივე ზემოხსენებული და კიდევ ბევრი სხვა მრავალი ფაქტორი გამოარჩევს ჩვენს პროექტს და ვფიქრობთ ნამდვილად დამსახურებულად მოვიპოვეთ მოცემული ჯილდო“, - აცხადებს VR Vake Sky Tower-ის მარკეტინგის მენეჯერი.

როგორც ცნობილია VR Holding-ი ინოვაციური პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობას აგრძელებს და კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Sky Tower-ის მშენებლობა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, განთავსდება.

VR Vake Sky Tower არის 230 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა. 

VR Vake Sky Tower-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. 

სწორედ ამ პროექტში განთავსდება VR Vake Sky Tower Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა