მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

Wolt+-ის კვირეული იწყება - ექსკლუზიური შეთავაზებები სამი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი

news image

მიტანის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი, ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი იწყებს Wolt+-ის კვირეულს - დაზოგვის გლობალურ კამპანიას, რომელიც Wolt+ წევრებს, თანხის დაზოგვის გარდა, ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 
ახალი კამპანია ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+-ის ორი წლისთავს უკავშირდება, რომლის მომხმარებელი მიტანის სერვისის ნულოვანი საფასურით და სხვა არაერთი ხელსაყრელი პირობით სარგებლობს. 

შესაბამისად, 10-დან 30 იანვრის ჩათვლით Wolt+-ის წევრები, საქართველოს მასშტაბით, 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტიდან, განთავსებულ შეკვეთას ექსკლუზიური პირობებით მიიღებენ. მათ შორის არიან მომხმარებლის ფავორიტი კვების თუ საცალო ვაჭრობის ობიექტები, როგორებიც არიან - “სკა”, “ქეი ეფ სი”, “მაკდონალდსი” და სხვები. 

 „ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მზარდია ვოლტის და ზოგადად, პლატფორმული და ტექნოლოგიური სერვისების როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვინაიდან ის, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის გარდა, ბიზნესისთვის განვითარებისა და გაყიდვების ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვართ ორიენტირებული სიახლეების შეთავაზებასა და ინოვაციების დანერგვაზე, რაც სასარგებლო და საინტერესო იქნება, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე - პარტნიორებისთვის. Wolt+ არის პროგრამა, რომელიც ფინანსური დანაზოგის გარდა, მომხმარებელს არჩევანის მოქნილობის საშუალებას და კიდევ სხვა არაერთ კომფორტს აძლევს და ამავდროულად, ეხმარება პარტნიორ ობიექტებს ბიზნესის ზრდასა და გაფართოებაში“, - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია. 

დაინტერესებულ მომხმარებელს საშუალება აქვს, 30 დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს Wolt+ის წევრობით. 

Wolt+ის წევრობის პროგრამამ, ამოქმედებიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელს 70 მილიონ ევროზე მეტის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა