საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეორედ შეამცირა. პირდაპირ რომ ვთქვათ, სებ-მა უკვე ზედიზედ მეორედ მიიღო ფრთხილი მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. პირველ შემთხვევაში ეს გაბედული გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ძალიან ამომწურავად და სრულყოფილად გაგვაცნო. ეს ყოველივე იყო მესიჯიც, რომ ქალბატონი თურნავას ხელმძღვანელობის პერიოდში ეროვნული ბანკისგან გაბედულ და სწორ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდეთ, თუმცა ეს გაბედულება არასოდეს იქნება რისკის მომტანი და სიფრთხილეც, ზომიერი სიფრთხილეც ამაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირველი ბრიფინგის შემდგომ ცხადია დღევანდელი ფაქტობრივი გადაწყვეტილების მოლოდინი დიდი იყო.
ცხადია საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს რიგი გამოწვევები, რომლებსაც სწორად პასუხობს და ჩემი პირადი მოლოდინია, რომ ასე გაგრძელდება. ერთ-ერთი უმთავარესი გამოწვევა კი მონეტარული პოლიტიკის შერბილება, თუმცა ამ დონეზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკდან სწორად გამოსვლის გზა სწორედ არა რადიკალური არამედ ეტაპობრივად თანმიმდევრული უნდა იყოს და დღევანდელი გადაწყვეტილებითაც ეს ასეა.
პირველ რიგში, სამწუხაროდ არსად გამქრალა ინფლაციური რისკები, ცხადია აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველი ის, რომ კვლავ არის ზეწოლა ინფლაციაზე გამომდინარე შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან და მეორე, საერთაშორისო ფაქტორები, ტურბულენტური გეოპოლიტიკური ვითარება, რაც კვლავ არაპროგნოზირებადს ხდის მსოფლიო ბაზარზე საფასო პოლიტიკას.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება აბსოლუტურად ადეკვატურად ეხმიანებია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიმდინარე და საპროგნოზო ტემპს და ჯამში მიმართულია ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების უზრუნველსაყოფად მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.
ეროვნული ბანკის მსგავსი თანმიმდევრული პოლიტიკა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებასა და შემცირებას.
უახლესი