დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კაკაოს მარცვლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

კაკაოს მარცვლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

2024-02-08 17:30:00

კაკაოს მარცვლების საბაზრო ფასი მსოფლიოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 500 დოლარით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულზეა.

ICE Futures-ის მონაცემებით, 1 ტონა კაკაოს მარცვლის ფასმა 5,5 ათას დოლარს გადააჭარბა.

გასულ კვირას, 2 თებერვალს, 1 ტონა კაკაოს მარცვლის საფონდო ფასმა 1977 წლის შემდეგ პირველად 5000 დოლარს მიაღწია.

ხუთშაბათს, ვაჭრობის შედეგად კაკაოს მარცვლის მარტის ფიუჩერსების მაქსიმალურმა ფასმა ტონაზე 5578 დოლარს მიაღწია. წინა ისტორიული მაქსიმუმი, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, ტონაზე 5,4 ათასი დოლარი იყო. 

კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციამ იანვარში განაცხადა, რომ კაკაოს მარცვლების დეფიციტის ტენდენცია, რომელიც მსოლიოში ორი წელია გრძელდება, 2024 წელსაც შენარჩუნდებოდა, ხოლო წითელ ზღვაში გადაზიდვის სირთულეები ხელს შეუწყობდა ამ ნედლეულზე უფრო მაღალი ფასების ტენდენციას. 

გასულ წელს კაკაოს მარცვლებზე საშუალო ფასი 38%-ით გაიზარდა. დეკემბრის ბოლოს პიკს მიაღწია და ტონაზე 4300 დოლარი შეადგინა. ICE Futures-ის მიხედვით, მას შემდეგ ამ ნედლეულის ღირებულება კიდევ 30%-ით გაძვირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები