დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსნებს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა

კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსნებს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა

2024-02-24 10:40:00

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა.

 

ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით ჩატარდა.

 

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 103წლის წინ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

 

მისივე თქმით,  სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულუფრო იზრდება.

 

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ვმასპინძლობთ თბილისის საჯარო სკოლის 2022-2023 წლის მედალოსნებს, რათა მომავალი თაობა ვაზიაროთ იმ ღირებულებებს, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

წელს, სიმბოლურად  ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები შევარჩიეთ. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მსურს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ვაჩვენო საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

 

ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოსოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

 

ღონისძიება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერითა  და პარტნიორობით ჩატარდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები