გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.
სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.
8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება.
სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება.
უახლესი
3 საათის წინ
„მაქსისტორიები“ - ახალი ქართული კომიქსის წარდგენა6 საათის წინ
სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 18 - 19 მაისი6 საათის წინ
18 მაისის კინოაფიშა