დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება

კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება

2023-06-19 09:29:44

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება. 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის  19 ივნისს 08:00  სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები