დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალებზე პირდაპირ ეფექტს და ზემოქმედებას ახდენს ომი, მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - სალომე ზურაბიშვილი

ქალებზე პირდაპირ ეფექტს და ზემოქმედებას ახდენს ომი, მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - სალომე ზურაბიშვილი

2023-07-01 10:34:20

მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქალებზე პირდაპირ ეფექტს და ზემოქმედებას ახდენს ომი.

„მინდა, მადლობა გადაიხადოთ კონფერენციაზე მობრძანებისთვის, ჩვენო ძვირფასო საერთაშორისო მეგობრებო, ქართველ პარტნიორებს, მეგობრებს მივესალმები და მადლობას ვეტყვი, თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებისთვის.

ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განმუხტოს და გააუმჯობესოს სიტუაცია. ქალებზე პირდაპირ ეფექტს და ზემოქმედებას ახდენს ომი. მინდა, რომ დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა. შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახლად ან ახალი ინიციატივებით მშვიდობა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები