დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კალიფორნია ტყის ხანძრების დასადგენად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

კალიფორნია ტყის ხანძრების დასადგენად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

2023-08-14 09:54:00

კალიფორნიის მეხანძრეები შტატის მასშტაბით განთავსებული 1000-ზე მეტი კამერის ვიდეოს გადაცემის გზით, ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ALERTCalifornia AI პროგრამა გასულ თვეში დაიწყო, მაგრამ უკვე აჩვენა კარგი შედეგები. კამერამ დააფიქსირა ხანძარი, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 03:00 საათზე გაჩნდა კლივლენდის ეროვნულ ტყეში.

ამის შემდეგ AI-მ გააფრთხილა მეხანძრე კაპიტანი, რომელმაც გამოიძახა დაახლოებით 60 მეხანძრე და ხანძარის ლიკვიდაცია 45 წუთში მოხდა.

ALERTCalifornia AI შეიქმნა UC San Diego-ს ინჟინრების მიერ DigitalPath-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

კამერების ქსელის გარდა, პლატფორმა აგროვებს უზარმაზარ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის აერო გადაღებას მცენარეების რაოდენობის შესაფასებლად, სადაც შეიძლება მოხდეს მომავალი ხანძარი და ხდება დედამიწის ზედაპირის რუკების შედგენა.

თვითმფრინავები და დრონები ასევე აგროვებენ ინფრაწითელ მონაცემებს და მონაცემებს სხვა ტალღის სიგრძეებიდან, რომლებიც ადამიანის ხედვისთვის მიუწვდომელია.

ზამთარში პლატფორმას შეუძლია გაზომოს ატმოსფერული მდინარეები და თოვლის საფარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები