დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ზღვის დაბინძურებისთვის ₾ 65 ათასით დააჯარიმეს

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ზღვის დაბინძურებისთვის ₾ 65 ათასით დააჯარიმეს

2024-02-28 14:29:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. 

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების   მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

„ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი.  მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 65 ათასი ლარია.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა“,- განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები