დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული დიპლომატიის წარმატებაა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია -  გერტ იან კოპმანი

ქართული დიპლომატიის წარმატებაა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია - გერტ იან კოპმანი

2023-12-26 12:30:00

„თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას“  - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ისთვის ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესრულების კუთხით, დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ, და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

„თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე.   როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ ევროპის დედაქალაქებში საქართველოს მისწრაფებების გაჟღერების თვალსაზრისით“ - განაცხადა გერტ იან კოპმანმა.

როგორც მან აღნიშნა, კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახალი წელი საქართველოს კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და შესაძლებლობებს მოუტანს.

26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები