დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კერძო გადარიცხვები რუსეთიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბანკებში, ფრთხილ მონიტორინგს საჭიროებს - სავალუტო ფონდი

კერძო გადარიცხვები რუსეთიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბანკებში, ფრთხილ მონიტორინგს საჭიროებს - სავალუტო ფონდი

2023-05-14 12:00:15

წმინდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში 2022 წელს წინა წელთან შედარებით ხუთჯერ მეტადაა გაზრდილი და შესაბამისად მშპ-ს 3%, 8% და 17% შეადგინა.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მაისის ანგარიშში („რეგიონული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“) ნათქვამი.

„ტაჯიკეთსა და უზბეკეთშიც გაორმაგდა წმინდა ფულადი გზავნილები, ზრდა მშპ-ს 13-დან 23%-მდეა. ამავდროულად, შემცირებულია წმინდა ფულადი გზავნილები ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რომელიც ისტორიულად იყო დამოკიდებული რუსეთიდან მიგრანტების ფულად გზავნილებზე. 2022 წელს შემცირდა მშპ-ს 6% შეადგინა. ამ შემოდინების სიდიდე კრიტიკულია ზოგიერთი ქვეყნის მაკროეკონომიკური სიტუაციისთვის  და  სამომავლოდ ზომისა და ცვლილების ტემპის გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია სსფ-ს მაისის ანგარიშში. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემის მეშვეობით კერძო ტრანსფერების განხორციელებას ასევე აქვს გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე, რაც საყურადღებოა და უნდა განხორცელდეს მონიტორინგი.

2023 წლის მარტში, საქართველოში ფულად გზავნილებში რუსეთი პირველია. ამ თვეში ფულადმა გზავნილებმა $ 438,392.200 შეადგინა. ქვეყნიდან კი უცხოეთში $30,393.400 გადაირიცხა. 

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მარტში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა: 

  • რუსეთის ფედერაცია - $223,565.300; - წლიური ზრდა 728%;
  • იტალია   -  $43,399.300; - ზრდა 20%;
  • აშშ - $35,994.200; - ზრდა 40%;
  • საბერძნეთი - $19,571.100; - ზრდა 3%;
  • ისრაელი - $18,749.000; - ზრდა 10%;
  • გერმანია - $17,558.200; - ზრდა 55%;
  • ყაზახეთი - $17,431.800; - ზრდა 131%;
  • თურქეთი - $10,232.900; - ზრდა 22%;
  • ყირგიზეთი - $5,695.800; - ზრდა 165%;
  • ესპანეთი - $4,932.200. - ზრდა 5%.

2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში $1,255,684.500 გადმოირიცხა, ხოლო უცხოეთში გადარიცხვების მაჩვენებელმა $84,263.500 შეადგინა.იანვარში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გავნილების სახით $444,964.000, ხოლო თებერვალში - 372,328.300 გადმოირიცხა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები