დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვალ, ExpoGeorgia-ში უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაიხსნება

ხვალ, ExpoGeorgia-ში უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაიხსნება

2024-04-25 11:44:00

26-28 აპრილს, ExpoGeorgia-ში, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება.

მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას 45 დეველოპერული და 10-ზე მეტი საბროკერო კომპანია მიიღებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დამთვალიერებლებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტები გააცნონ და პოტენციურ მომხმარებლებს შეხვდნენ.

უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში დახვდებათ ბიუჯეტური და პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართების მრავალფეროვანი არჩევანი. ბინის მაძიებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი სახლი ახალაშენებულ, მშენებარე თუ უკვე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებში შეარჩიონ.

აღნიშნული ღონისძიება გამორჩეულია იმით, რომ ExpoGeorgia-ში მოსული დამთვალიერებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ მხოლოდ ამ სამი დღის განმავლობაში. კერძოდ, ვიზიტორები მიიღებენ ისეთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს, როგორიცაა 20000$-იანი ფასდაკლება თაუნჰაუსის შეძენისას, 15 000$-იანი ფასდაკლება ბინის შეძენისას და 15-20%-იანი ფასდაკლება 1 მ2-ის შეძენისას. 26-28 აპრილის პერიოდში მომავალი ბინის მფლობელები დასაჩუქრდებიან არაერთი საინტერესო საჩუქრით — ავტოფარეხით, საზაფხულო სივრცით, ევროპის ჩემპიონატის ბილეთებით და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები საინვესტიციო, დეველოპერული და საერთაშორისო საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც საუკეთესო საშუალებაა გაყიდვების წასახალისებლად, ბაზარზე მიმდინარე მოვლენების უკეთ გასაცნობად და ამ სფეროს ცნობადობის ასამაღლებლად.

უძრავი ქონების სამდღიანი გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა როგორც დეველოპერებისა და საბროკერო კომპანიებისთვის, ასევე უძრავი ქონების მაძიებელთათვის, რადგან ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ბაზრის წამყვან დეველოპერებთან შეხვედრა, მათი საქმიანობისა და პროექტების გაცნობა, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება და მომხმარებლებზე მორგებული, უპრეცედენტო შეთავაზებების მიღება როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ სეგმენტში.

26-28 აპრილს, ExpoGeorgia-ში გამოფენა მე-4 და მე-5 პავილიონებში გაიმართება 11:00-დან 18:00 საათამდე. დასწრება უფასოა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები