დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა

2024-03-09 13:53:00

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, „ნაპოლი“ კი შინ „ტორინოს“ დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 61-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მარიო რუის მიერ ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ტურინელთა კარში გაგზავნა.

თუმცა უკვე სამ წუთში „ტორინოს“ პარაგვაელმა ფორვარდმა ანტონიო სანაბრიამ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. 28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები