დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ჯამური ფასი საბერძნეთის ნაკრების 75%-ის ღირებულებაზე ძვირია

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ჯამური ფასი საბერძნეთის ნაკრების 75%-ის ღირებულებაზე ძვირია

2024-03-26 18:02:00

ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის ჯამური ფასი უფრო მეტია ვიდრე მთელი საბერძნეთის ნაკრების 75 პროცენტის ღირებულება. transfermarkt.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მხოლოდ „კვარას“ ფასი თითქმის იგივეა, რაც საბერძნეთის ნაკრების მთელი ნახევარდაცვისა და თავდასხმის ერთად აღებული.

ხოლო მხოლოდ „მამარდას“ ფასი საბერძნეთის ორ ყველაზე ძვირადღირებულ თავდამსხმელს ერთად აღებულს აღემატება და 5.5 მილიონი ევროთი მეტი ღირს ვიდრე მთელი საბერძნეთის ნახევარდაცვა.

ირკვევა, რომ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება საბერძნეთის ნაკრების მთელი დაცვის და მეკარეების ფასზე თითქმის 10 მილიონი ევროთი მეტია.

დღევანდელ თამაშში „კვარა“ და „მამარდა“ ძირითადში იქნებიან.  

PS. აქ მოყვანილი მაჩვენებლები საბერძნეთის ნაკრების ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელების ერთად აღებული ჯამური ფასია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები