დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

2023-11-02 13:34:00

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას  იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. 

ასევე უწყებაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ ავერსის კლინიკაში, სამედიცინო კვლევებზე გადაყვანილი სამი პატიმარი დღეს 1-ელ ნოემბერს ბადრაგებს გაექცა. შემთხვევა დაახლოებით დღის 1-ელ საათზე მოხდა. გაქცეულ პატიმრებს ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები