დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში ნაღდი ფული შემცირდა - სებ

კომერციულ ბანკებში ნაღდი ფული შემცირდა - სებ

2023-09-29 12:36:16

2023 წლის აგვისტოს ბოლოსთვის კომერციულ ბანკებში 2,512.9 მლნ ლარის ნაღდი ფული იყო, რაც ივლისის მონაცემებთან 5%-იან კლებას აჩვენებს.

სებ-ის საიტზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ივლისის ბოლოსთვის ნაღდი ფულის მოცულობა 2,645.4 მლნ ლარს შეადგენდა. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოსათვის კომერციულ ბანკების მთლიანმა აქტივებმა 72,145.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1%-ითაა გაზრდილი. 

აგვისტოს მონაცემებითვე კომერციულ ბანკებში წმინდა სესხების მოცულობამ 47,909.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო  მთლიანი სესხების მოცულობამ 48,933.1 მლნ ლარი შეადგინა, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვმა (-) კი -1,024.0 მლნ ლარი.

ფასიანი ქაღალდების მოცულობა 8,424.9 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობა კი 9,146.0 მლნ ლარით.

აგვისტოს ბოლოსათვის კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები 60,935.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ივლისის მაჩვენებლებთან 2%-იან ზრდას აჩვენებს. 

აგვისტოს ბოლოსათვის ბანკების დეპოზიტების მოცულობამ 1,301.0 მლნ ლარი შეადგინა, არასაბანკო დეპოზიტებმა - 48,156.7 მლნ ლარი, მ.შ. ვადიანი დეპოზიტებმა კი 19,959.0 მლნ ლარი.

აგვისტოს ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ ნასესხები სახსრების მოცულობა 8,895.1 მლნ ლარი იყო, სხვა ვალდებულებები კი 1,866.2 მლნ ლარი.

31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციული ბანკების კაპიტალი 11,210.1 მლნ ლარს შეადგენდა. 

სებ-ის მონაცემებითვე, კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები და კაპიტალი 72,145.3 მლნ ლარი იყო, ივლისის ბოლოსთვის კი 71,258.1 მლნ ლარი. შესაბამისად ზრდა 1%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები