დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულმა ბანკებმა ივლისის ჩათვლით ₾47.79 მილიარდის სესხი გასცეს

კომერციულმა ბანკებმა ივლისის ჩათვლით ₾47.79 მილიარდის სესხი გასცეს

2023-08-25 12:30:50

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 463.75 მლნ ლარით (0.98%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.42%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 47.79 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 93.57 მლნ ლარით (0.36%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 370.18 მლნ ლარით (1.73%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.48%-ით).

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ნაშთი რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.74%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.05%-ით მეტი).

2023 წლის ივლისის განმავლობაში 0.91%-ით, ანუ 227.94 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 25.39 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.47 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით). 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები