დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომიტეტის თემატური მოკვლევის შედეგად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა

კომიტეტის თემატური მოკვლევის შედეგად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა

2023-12-13 11:30:43

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ 2024 წელს 1,9 მლნ ლარი გამოყო რეგიონის 6 უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით,ამას გარდა დამატებით 15 მლნ ლარი გათვალისწინებულია უმაღლესი სასწვალებლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.  მიქანაძე აცხადებს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით იქმნება სურათი, როცა ყველა მიმართულებით - სკოლამდე, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი, მეცნიერება - ბიუჯეტი იზრდება.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყნის ნომერ მესამე ბიუჯეტია, ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტური სამინისტროების ბიუჯეტების შემდეგ, ეს კი ნიშნავს, რომ  სახელმწიფო განათლებაში ძალიან დიდი ინვესტირებას აკეთებს. თუ ჩვენ შევადარებით 2024 წლის ბიუჯეტს 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ვნახავთ, რომ 430 მლნ-იანი ზრდა არის, რაც  უპრეცენდენტო ზრდაა 1 წლიან მონაკვეთში.  კიდევ უფრო მასშტაბური ზრდაამ თუ ერთმანეთს მომავალი წლის პროექტს 2012 წლის ბიუჯეტს შევადარებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი 4,5-ჯერ არის გაზრდილი. ეს ყველაფერი მიუთითებს, განათლება რაოდენ პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს პედაგოგთა ხელფასების ზრდა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამასთან, მიქანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ის  თანხმებიც, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის არის გათვალისწინებული.

უფრო ზუსტად, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების და მეცნიერების მიმართულებით  გათვალისწინებულია: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით; საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450.0 მლნ ლარამდე; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225.0 მლნ ლარზე მეტი; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.

 

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები