დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია „სახე-დარი“ ზოოთერაპიული სერვისების დანერგვას გეგმავს

კომპანია „სახე-დარი“ ზოოთერაპიული სერვისების დანერგვას გეგმავს

2023-07-26 20:00:13

ვირის რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,სახე-დარი“ სამედიცინო სერვისების დანერგავს გეგმავს, როგორიცაა ზოოთერაპია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი გავრცელებული მიმართულებაა.

კომპანიის ხელმძღვანელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ მუშაობენ ბიზნეს-გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას შეუდგებიან.

როგორც თემურ ლომიძე განმარტავს, აპირებს, რომ შექმნას გამაჯანსაღებელი ცენტრი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანებისთვის, რაც პრაქტიკაში დანერგილი მეთოდია.

„გადავწყვიტეთ, რომ ძალები ზოოთერაპიაშიც მოვსინჯოთ, რაშიც ჩვენი წარმოების ხაზი ძალიან დაგვეხმარება. პირველ ეტაპზე, გვინდა, რომ 30 ჰექტარი მიწა ავიღოთ, სადაც მოეწყობა კოტეჯები და გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნება. პარტნიორი გვყავს შვეიცარიაში, რომელიც ზოოთერაპიას იყენებს ალცჰაიმერით დაავადებული პირებისთვის, ევროპისთვის ეს კარგად ცნობილი მიმართულებაა.

პარალელურად ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას წარვადგენთ, ბიზნეს გეგმაზე აქტიურად ვმუშაობთ. ახლა ველოდები მიწის მუდმივ სარგებლობაში გადმოცემას ან იჯარით აღებას მინიმუმ 25 წლის განმავლობაში სარგებლობისთვის. მომავალი წლიდან კოტეჯებს ჩავდგამთ და უკვე პირველი პაციენტების მიღებასაც შევძლებთ“, - ამბობს თემურ ლომიძე.

მისი ინფორმაციით, ბიზნეს-გეგმა 5 წელზეა გათვლილი და მისი საინვესტიციო ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ,,სახე-დარი“ 15 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ცნობისთვის, „სახე-დარის“ ფერმაში ამ დრომდე 120 ვირი ჰყავთ. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

ცნობისთვის, ზოოთერაპია ეს არის ინდივიდუალური ან ჯგუფური ჩარევა, რომელშიც ცხოველი, სპეციფიკური კრიტერიუმების შესაბამისად და შემოღებული კვალიფიციური პროფესიონალის მიერ, წარმოადგენს თერაპიული პროცესის განუყოფელ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური ან სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ზოოთერაპიისთვის ჩვეულებრივ გამოყენებული ცხოველები არიან ცხენები, ვირები, დელფინები, კატები და ძაღლები.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ზოოთერაპია მე-17 საუკუნიდან გამოიყენებოდა აშშ-ში. არსებობს მე -19 საუკუნის მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცხოველის თვითშეფასების და ნევროლოგიური დარღვევების გამოყენების სარგებელს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები