დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონფერენცია OpenTalks.AI სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში არ ჩატარდება - განცხადება

კონფერენცია OpenTalks.AI სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში არ ჩატარდება - განცხადება

2024-03-02 21:58:00

Pullman Tbilisi Axis Towers-ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი.

სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები