დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კორეიდან და ჩინეთიდან დაიწყეს ტურისტებმა ჩამოსვლა, სასტუმროს დატვირთულობა 65%-ია - Komorebi Bakuriani Resort

კორეიდან და ჩინეთიდან დაიწყეს ტურისტებმა ჩამოსვლა, სასტუმროს დატვირთულობა 65%-ია - Komorebi Bakuriani Resort

16-05-2024 11:00:00

ბაკურიანში მარტ-აპრილში ადგილობრივი ტურისტების ნაკადი შედარებით მცირეა. მაის-ივნისიდან კი აქტივობა იზრდება და კურორტზე სასტუმროები სრული დატვირთვით იწყებენ მუშაობას. ზაფხულის სეზონი ბაკურიანში ტურისტებისთვის ზამთრის მსგავსად მიმზიდველია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Komorebi Bakuriani Resort-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი გოგაძემ განუცხადა.

„გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ბაკურიანში დასვენებაზე მოთხოვნა არის და ბევრი სტუმარი ჩამოდის.  Komorebi Bakuriani Resort-ი გამორჩეულ ადგილას კოხტასთან მდებარეობს, სადაც ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ სტუმარმა კარგად დაისვენოს. ამ დროისთვის გვყავს სტუმრები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან და ასევე სასტუმროში ისვენებენ საქართველოს მოქალაქეები. გვაქვს ზაფხულის ჯავშნები. თუმცა რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ სეზონზე დატვირთულობა ნაკლებია“, - ამბობს Georgia-ს Komorebi Bakuriani Resort-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბაკურიანს სტუმრობენ ტურისტები ახალი სამიზნე ბაზრებიდან.

„კორეიდან და ჩინეთიდან დაიწყეს ტურისტებმა შემოსვლა. ბაკურიანზე აზიის ბაზრებიდან დიდი წილი არ მოდის, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეებს უფრო სხვა მიმართულებით უყვართ დასვენება. ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა ვმუშაობთ სხვა ქვეყნებზეც,  ზაფხულის სეზონზე სასტუმროს ვიზიტორების 40% საქართველოს მოქალაქეა“, - ამბობს გიორგი გოგაძე.

ამ დროისთვის Komorebi Bakuriani Resort-ი 65%-ითაა დატვირთული. თუმცა სასტუმროში აცხადებენ, რომ აქვთ მოლოდინი ზაფხულის სეზონზე ბაკურიანში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა.

Komorebi Bakuriani Resort-ში ოთახში განთავსების ფასი დილის საუზმით 270-ლარიდან იწყება, დამატებითი კვება კი $15 ეკვივალენტი ღირს ლარში. სასტუმროში არის 75 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები