დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრედო ბანკმა და Mastercard-მა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ ფორუმზე, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლეს

კრედო ბანკმა და Mastercard-მა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ ფორუმზე, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლეს

2024-05-07 12:37:00

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებაზე აღინიშნა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მიკროფინანსების ინიციატივების განვითარებისთვის ერთობლივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ ორგანიზაციების ლიდერები. მათ განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.

ზაზა ფირცხელავამ, კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე და აღნიშნა: „შეხვედრაზე განვიხილეთ ის მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები და გამოწვევები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროცესში ვაწყდებით. აქვე ვისაუბრეთ, თუ როგორ გავხადოთ ფინანსური და ციფრული სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი,  როგორ შევუწყოთ ხელი ტრადიციულ დაკრედიტებაზე ორიენტირებული მიდგომებიდან, თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებზე გადასვლას, რათა მსოფლიოს მასშტაბით გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება“.

იასემინ ბედირმა, Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების პრეზიდენტმა, ისაუბრა კონფერენციისა და MSME-ების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე: „ეს კონფერენცია არის პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ერთობლივად განვიხილოთ MSME-ების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ გადასაჭრელად მივიღოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები და შესაბამისად, დავეხმაროთ განვითარებაში. Mastercard-ში ყოველთვის მზად ვართ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და რესურსები, ვაღიაროთ მათი ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურ კეთილდღეობაზე“.

აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურმა აღნიშნა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების როლი მდგრად განვითარებაში და განაცხადა: „MSME-ების დაფინანსება, განსაკუთრებით კი, იმ ბიზნესების, რომელთაც ქალები ხელმძღვანელობენ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც შერწყმულია შესაძლებლობების განვითარებასთან. ეს კი ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების უფრო მდგრადი გზით მუშაობას.

გარდა ამისა, ეს ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისად, რადგან იგი დაემთხვა საქართველოს მიერ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობას, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იზრდება ქვეყნის, როგორც რეგიონული განვითარების საკითხებზე დიალოგის ჰაბი.

კრედოს შესახებ

კრედო ბანკი, სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 90 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 480 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა მქონდე და განვითარების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ნიდერლანდური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco. 

ADB-ის შესახებ

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 - აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Mastercard-ის შესახებ

Mastercard გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების ინდუსტრიაში. ჩვენი მისიაა დავაკავშიროთ და გავაძლიეროთ ინკლუზიური, ციფრული ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას და ყველგან, ტრანზაქციების უსაფრთხო, მარტივი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გზით. მონაცემების დაცვის, კავშირების, პარტნიორობისა და მისიის გაერთიანებით, ჩვენი ინოვაციები და გადაწყვეტილებები ეხმარება ინდივიდებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობებსა და ბიზნესებს გააცნობიერონ თავიანთი უდიდესი პოტენციალი. 210-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ ვაშენებთ მდგრად სამყაროს, რომელიც ყველასათვის შეუფასებელ შესაძლებლობებს ხსნის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები