დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრემლმა რუსეთში ალკოჰოლის ელიტარული ბრენდების კონტრაბანდა დაუშვა - Bloomberg

კრემლმა რუსეთში ალკოჰოლის ელიტარული ბრენდების კონტრაბანდა დაუშვა - Bloomberg

2023-04-20 09:20:40

ალკოჰოლის საერთაშორისო ბრენდები სანქციების მიუხედავად, პროდუქციის მიწოდებას რუსეთის ფედერაციაში ვერ აკონტროლებენ.  

Bloomberg-ი წერს, რომ კრემლმა რუსეთში ელიტური ალკოჰოლის კონტრაბანდა „პარალელური იმპორტის“ სქემით დაუშვა.

პროდუქტები, როგორიცაა Johnnie Walker ვისკი და Remy Martin კონიაკი, ხელმისაწვდომია რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებმა ქვეყანაში ექსპორტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეწყვიტეს.

კონიაკის მწარმოებელი Remy ამბობს, რომ მისი ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, შესაძლოა, მარაგის ნარჩენები იყოს.

კომპანია ასევე ვარაუდობს, რომ პროდუქცია შემოტანილია „პარალელური იმპორტის“ გამოყენებით, იმ ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს  არ ექვემდებარებიან. 

Bloomberg წერს, რომ მწარმოებლები სხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა კოსმეტიკა ან პერსონალური ელექტრონიკა, რომლებმაც შეწყვიტეს ექსპორტი რუსეთში, სავარაუდოდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

„ქვეყანაში გაიზარდა იმ საქონლის რაოდენობა, რომლისთვისაც „პარალელური იმპორტი“ ნებადართულია, მათ შორის ავეჯი IKEA-დან, კოსმეტიკა Lancome-დან და სათამაშოები Hasbro Inc-დან“, - წერს სააგენტო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

51 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები