დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრისტინ ლაგარდი უახლოეს თვეებში ევროზონაში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს

კრისტინ ლაგარდი უახლოეს თვეებში ევროზონაში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს

2023-11-29 04:00:57

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონაში ინფლაციური ზეწოლის შემდგომ შესუსტებას ელოდება, მაგრამ უახლოეს თვეებში ინფლაციის საერთო დონე შესალოა, ოდნავ გაიზარდოს, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა. 

ამასთან, ფასების ზრდის საშუალოვადიანი პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია და მისი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ხელფასების გაზრდა იქნება, - განაცხადა ლაგარდმა.

უახლოეს წლებში ინფლაციის შენელების გამო სავალუტო ბლოკის ეკონომიკა გაძლიერდება, ასევე რეალური შემოსავლების აღდგენისა და ექსპორტზე მოთხოვნის ფონზე, - აღნიშნა ლაგარდმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ასევე გაიმეორა, რომ საპროცენტო განაკვეთები ევროზონაში დარჩება შეზღუდული იქამდე ვიდრე საჭირო იქნება ინფლაციის მიზნობრივ 2%-მდე დასაბრუნებლად.

ოფიციალური მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა,  რაც ყველაზე ნელი ტემპია 2021 წლის ივლისის შემდეგ. 2023 წლის სექტემბერში ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა, 2022 წლის ოქტომბერში - 10.6%.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები