დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქსელს ვაფართოებთ, განვიხილავთ ბათუმში შესვლას - FOOD GOOD

ქსელს ვაფართოებთ, განვიხილავთ ბათუმში შესვლას - FOOD GOOD

2024-05-10 13:00:00

FOOD GOOD-ის შექმნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა და 2021 წლის მეორე ნახევარში გაიხსნა. კომპანიის კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული და იდეას დღემდე ინარჩუნებენ -  „ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებდი სულ სახლში კვებას, გარეთ ჯანსაღად კვება კი ძალიან რთულია“.

კომპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო  - შეექმნა ობიექტი, სადაც მომხმარებლები დღის განმავლობაში ნებისმიერ ადგილას ჯანსაღად, სწრაფად და გემრიელად კვებას შეძლებდნენ.

FOOD GOOD-ი ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საზოგადოებაში დაიწყო ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და დაამკვიდრა სმუზის კულტურა, რომელიც დღემდე რჩევა კომპანიის ყველაზე გაყიდვად და ცნობად პროდუქტად. 

FOOD GOOD-ი ბაზარზე 3 წელია უკვე წარმატებით ოპერირებს და ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან FOOD GOOD-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მაკუნა გურგენიძემ განაცხადა, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი FOOD GOOD-ის მომხმარებლების რაოდენობა მზარდია და ამ ფონზე კომპანია აქტიურად იზრდება. 

„FOOD GOOD-ი ბაზარზე უკვე 3 წელია არსებობს და დღეისათვის 70-მდე პროდუქტს ვაერთიანებთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში გავხსენით 2 ახალი ფილიალი: შარტავაზე და ბაზარი ორბელიანზე.
იმავდროულად ახალი ფილიალის გახსნაზე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს რეგიონში ყველაზე წარმატებულ და დიდ მოლებთან, რომელიც ახლო მომავალში იქნება და ჩვენი მომხმარებელი იქნება პირველი ვინც ამის შესახებ გაიგებს.  წლის ბოლომდე ასევე ვგეგმავთ გავცდეთ თბილისის მასშტაბს და სხვა დიდ ქალაქებშიც შევთავაზოთ მომხმარებელს ჯანსაღი, გემრიელი და სწრაფი,“ - აღნიშნა მაკუნა გურგენიძემ.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, FOOD GOOD-ის გახსნა განიხილება ბათუმშიც. 

„განვიხილავთ ბათუმში შესვლასაც. წელს ალბათ უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შევეცდებით, რომ ერთი ფილიალი მაინც მოვასწროთ“, - აცხადებს  FOOD GOOD-ის დირექტორი.

მაკუნა გურგენიძე ამბობს, რომ  FOOD GOOD-ის მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და ის პოპულარულია, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელებისთვის. 

როგორ კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს მათ ყველაზე მეტად ახარებთ მომხმარებლის 100%-იანი ნდობა კომპანიის მიმართ:

„ჩვენ გვაქვს 70-მდე პროდუქტი, საიდანაც ბევრი მომხმარებლისთვის სრულიად უცნობი იყო და მათ ჩვენ შევთავაზეთ პირველებმა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემდა გასაკვირადაც კი ყველა მათთაგნმა ძალიან დიდი მოწონება და ნდობა დაიმსახურა, ამიტომაც ყველა ჩვენი პროდუქტი თითქმის ერთნაირად წარმატებულია, ამიტომაც მიჭირს კონკრეტულად გამოვყო ტოპ 3“. 

FOOD GOOD-ი საკუთარ მომხმარებელს ადგილობრივი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ სმუზებს, სალათებს და სხვადასხვა დაბალკალორიულ კერძსა თუ დესერტს სთავაზობს.

FOOD GOOD-ის პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია ასევე ონლაინ. როგორც კომპანიის საიტიდან ისე Wolt-ისა და Glovo-ს მეშვეობით.

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები