დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქსელური მარკეტების დახლები „პოპორელისთვის“ კვლავ მიუწვდომელია - „კეთილი და პატიოსანი“

ქსელური მარკეტების დახლები „პოპორელისთვის“ კვლავ მიუწვდომელია - „კეთილი და პატიოსანი“

2024-01-16 15:05:00

კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის" დირექტორი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმოებაში ჩაუშვეს სოუსების პროექტი და ბრენდი „პოპორელი“, რომლის ქვეშაც 7 ახალი დასახელების სოუსი გამოვიდა.

„მათ შორის არის ტყემალი და საწებელი. ამის გარდა გვაქვს კივის, შინდის, წითელი და მწვანე წიწაკის და „წოწოლას საწებელი“, ტყემალი ჭარხლით, რომელიც ძველი ქართული, აჭარული რეცეპტით მომზადდა. ეთნოგრაფიული კვლევა ჩავატარეთ, ძველი რეცეპტები გავაცოცხლეთ და ასე შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“ რომელიც მომხმარებელს შევთავაზეთ“, - ამბობს გიორგი ახალაძე.  

როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, წარმოებამ გაამართლა, თუმცა მწვავედ დგას გასაღების პრობლემა, რადგან ქსელური მარკეტები 2024 წელსაც „პოპორელისთვის“ მიუწვდომელია.

„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კუთხით 40%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ქსელში ვერ შევდივართ. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, განსაკუთრებით საწებლების რეალიზაციაზე“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმითამ ეტაპზე პროდუქცია იყიდება ,,ევროპროდუქტში", ,,ფრესკოსადა ,,ვან პრაისში",  დანარჩენ სუპერმარკეტებში განთავსების საკითხი გაიყინა.

,,სამი სუპერმარკეტის დახლებზე ვართ წარმოდგენილიროდესაც ბაზრის დიდი წილის მოცვას ვგეგმავდით ისე მოხდარომ ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობა შეგვეზღუდა ქსელებში  ვერ შევდივართრადგან თავიანთი პროდუქცია აქვთკონკურენციის საკითხიარ აწყობთ ჩვენი შესვლაროცა რამდენიმე უკვე თვითონაც ქმნის ანალოგიურ პროდუქტსადგილობრივ წარმოებას არ აძლევენ საშუალებასრომ თავიანთი პროდუქციით შევიდნენ ქსელებშიასეთი არასახარბიელო მდგომარეობაა შესაბამისადსაექსპორტო ბაზრებს ვეძებთრომ ამ კუთხით გავაძლიეროთ ნიშა", - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცდილობენ ბრენდი საუბნო მაღაზიებში შეიტანონ და სადისტრიბუციო კომპანიებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვთ.

„მსხვილი ქსელები არიან ძირითადი რეალიზატორები. ბაზრის 50%-ს ისინი ფლობენ. აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ მცირე წარმოებას“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - ,,პოპორელის“ სოუსები.

ბრენდი ექსპორტზე გადის აშშ-სა და საფრანგეთში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, რასაც უახლოეს პერიოდში ჩინეთი დაემატება.

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. 

ამ ეტაპზე კომპანიაში 26 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები