დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება, რომლის ფულადი საპრიზო ფონდი 20 000 ლარია

კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება, რომლის ფულადი საპრიზო ფონდი 20 000 ლარია

2023-07-22 10:00:19

წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება.

პირველად, ბახმაროს დოღის ისტორიაში ფულადი საპრიზო ფონდი, ყველაზე მასშტაბური - ??,??? ლარია.

სპორტული ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება, რომლის მანძილი შეადგენს 1 200 მ, 1 200 მ, 2 400 მ და 4 800 მეტრს.

I გარბენი - „გურიის თასი“, მანძილი 1 200 მეტრი, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს.
გარბენის საპრიზო ფონდი შეადგენს 2600 ლარს.

III ადგილი - 500 ლარი

II ადგილი - 800 ლარი

I ადგილი - 1300 ლარი

II გარბენი - „გმირების თასი“ გარბენი 1 200 მეტრის დისტანციით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს.
საპრიზო ფონდი 3200 ლარი.

III ადგილი - 600 ლარი

II ადგილი - 1000 ლარი

I ადგილი - 1600 ლარი

III გარბენი - „ნაბეღლავის თასი“ გარბენის მანძილი 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს.
საპრიზო ფონდი 3200 ლარი.
III ადგილი - 600 ლარი

II ადგილი - 1000 ლარი

I ადგილი - 1600 ლარი

IV გარბენი - “ბახმაროს თასი“ მარულა, რომლის მანძილი შეადგენს 4 800 მეტრს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საპრიზო თანხებს გამარჯვებულებს გადასცემს წყაროს წყალი ბახმარო და ნაბეღლავი.

მარულას საპრიზო ფონდი შეადგენს 7000 ლარს.
III ადგილი - 1000 ლარი

II ადგილი - 2000 ლარი

I ადგილი - 4000 ლარი - „ბახმაროს თასი 2023 წლის“ მფლობელი

რეგისტრაცია გაიმართება 18 აგვისტოს, 12 საათზე ბახმაროში, დოღის სტარტთან.

შეჯიბრის დაწყების დრო - 19 აგვისტო 13:00 საათი.

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“,
ოქროს მხარდამჭერი ,,ევროპაბეთი".

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები