დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის თიზ-ში შესაძლოა, ელექტრო ავტომობილები ააწყონ

ქუთაისის თიზ-ში შესაძლოა, ელექტრო ავტომობილები ააწყონ

2023-11-23 16:00:21

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში შესაძლოა ელექტროავტომილები ააწყონ. ამის შესახებ Business Insider Georgias ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი როგავამ განუცხადა.

ამ ეტაპზე კონსულტაციები გვაქვს ბიზნესმენთა ჯგუფთან, რომელთა ინტერესიცარის, რომ საქართველოში ელექტროავტომობილები ააწყონ. მათთვისნედლეულის ბაზა კორეა და ჩინეთი იქნება, სურთ რომ ახალი ბრენდისაქართველოში დააფუძნონ. იმედი მაქვს რომ საბოლოოდ ჩვენს თავისუფალინდუსტრიულ ზონას აირჩევენ“, - აცხადებს გიორგი როგავა.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიროგავა არ მალავს, რომ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ქუთაისის თიზ-მასავაჭრო ჰაბის ფუნქცია ვერ შეიძინა, ამიტომაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაინდუსტრიულ მიმართულებაზე კონცენტრირდა.

იყო პერიოდი, როცა სერვის და სავაჭრო სექტორები თიზ-ებით უფროინტერესდებოდნენ, თუმცა სხვადასხვა ცვლილების შედეგად თიზ-ებითდაინტერესებული კომპანიების რაოდენობა გაიფილტრა და დავიდა ისეთკომპანიებამდე, რომლებიც რეგიონულ ჭრილში სავაჭრო ოპერაციებს ეწევიან დასაწარმოო მიმართულებით საქმიანობენ. რეგიონულ ჭრილში სავაჭროოპერაციებში მოიაზრება ისეთი კომპანიები, რომლებიც იყენებენ საქართველოსროგორც სავაჭრო ჰაბს, აკეთებენ შესყიდვებს სხვადასხვა ქვეყნებში, პროდუქციაჩამოაქვთ საქართველოში და შემდეგ დისტრიბუციას ახორციელებენ ჩვენსმეზობელ ქვეყნებში. ასეთი კომპანიები კი რეალურად ბევრი არ არის. ქუთაისმალოკაციიდან გამომდინარე სავაჭრო ჰაბის ფუნქცია ვერ შეიძინა. ამიტომ ჩვენიმიმართულება უფრო ინდუსტრიულ მიმართულებად იქცა. ქუთაისის ინდუსტრიულიზონა ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც ჩვენმემკვიდრეობით ბევრი სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული შენობა მივიღეთ. მართალია ისინი არ არიან საუკეთესო მდგომარეობაში, თუმცა ყოველშემთხვევაში ეს სოლიდური შენობებია, რომლებიც თავიანთი ტექნიკურიმახასიათებლებიდან გამომდინარე ინდუსტრიულ პროექტებს კარგად ერგებიან “, - აცხადებს გიორგი როგავა Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

ამ ეტაპზე ქუთაისის თიზ-ში წარმატებით საქმიანობს ხე-ტყის გადამამუშავებელიკომპანია, რომელიც ხისგან ნედლეულს ქმნის და შემდეგ ეს ნედლეული ავეჯისინდუსტრიაში გამოიყენება. ქუთაისის თიზ-ში საქმიანობს შიდა ინტერიერისმწარმოებელი კომპანიაც, რომელსაც საკუთარი ნაწარმი საქართველოდან ექსპორტზემსოფლიოს მასშტაბით გააქვს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ქუთაისის თიზ-დანოპერირებს, ავტომობილის დეტალების მწარმოებელია. გიორგი როგავა გვიხსნის, რომეს კონკრეტულია მართალია მასშტაბური კომპანია არ არის, თუმცა პლასტმასისდეტალებს ქმნის და მასაც შემდეგ პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ქუთაისის თიზაირჩია საქმიანობისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელმაკომპანიამაც, ქარხანა უკვე ამუშავებულია და ეს კომპანიაც ქართულ ბაზართან ერთადექსპორტზეა ორიენტირებული. ქუთაისის თიზ-ში საქმიანობს ლამინატისმწარმოებელი კომპანიაც და აქვე ხორციელდება ერთი ფარმაცევტული პროექტიც.

ქუთაისის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორიც კანონმდებლობაშიცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს. გიორგი როგავა გვეუბნება, რომ ინდუსტრიულზონებს დამატებითი მექანიზმები სჭირდებათ, რათა უფრო მეტი ინვესტორისშემოყვანა შეძლონ.

თიზ-ით შემოსული ინვესტიცია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციაა, იმიტომ რომ აქ იქმნება სამუშაო ადგილები, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი. მთავრობას აქვს პოზიცია, რომ თიზ-ები უკვე სარგებლობენ შეღავათებით და მეტირაღა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, თუმცა რეალობა გვაჩვენებს, რომ არსებულიბენეფიტები ბოლომდე საკმარისი არ არის და საჭიროა გაჯანსაღება. კანონმდებლობა, რის ფარგლებშიც ვსაქმიანობთ ძალიან ძველია, დაახლოებით15 წლის. მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა საქართველოში, საგადასახადოკოდექსში, მათ შორის უამრავი ახალი დაბეგვრის მექანიზმი შეიქმნა, რაც თიზ-ზეარ ვრცელდება, პირიქით რაღაც დონეზე უფრო დავიწროვდა ის სამუშაო არეალი, რომელიც თიზ-ებს დარჩათ, შესაბამისად დამატებითი ხელშეწყობააუცილებელია. მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, რომ განვითარებული თიზებიგვქონდეს. ის განვითარება რა დონითაც დღეს თიზ-ები ვითარდება არ შეიძლებადავაბრალოთ რომელიმე თიზ-, რომ ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. მაგალითად, ბევრია იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ინდუსტრიული ზონისსანახავად ჩამოვიყვანეთ, შედეგად კი ზოგადი სიტუაციით ისე მოიხიბლნენ, რომბევრმა მათგანმა უძრავი ქონებაც კი შეიძინა, ასე რომ ჩვენ მართლა ბევრსვაკეთებთ ქვეყნისთვის“, - ამბობს ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისაღმასრულებელი დირექტორი.

 

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები