დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში ავოკადოზე მოთხოვნა იზრდება

ქვეყანაში ავოკადოზე მოთხოვნა იზრდება

2024-01-12 13:00:00

საქართველოში ავოკადოს იმპორტი 72%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1,488.71 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც 2,386.12 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 11 თვის მაჩვენებლები კი 863.29 ტონა ავოკადოს იმპორტია, რის შესაძენადაც ქვეყნიდან 1,385.47 ათასი დოლარი გავიდა.

საქსტატის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წლიდან წლამდე ავოკადოს იმპორტი ქვეყანაში მზარდი იყო, თუმცა 2023 წელს მან ყველა რეკორდი მოხსნა.

2023 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ავოკადოს 51%-ი თურქეთიდან განხორციელდა.მეორე საიმპორტო ბაზარი კი ნიდერლანდებია. 

მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა.

  • თურქეთი - 757.88 ტონა,
  • ნიდერლანდები - 687.33 ტონა,
  • კენია - 43.44 ტონა,
  • საფრანგეთი - 0.06 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 წუთის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები