დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

2023-06-19 11:12:12

სებ-ის მიხედვით, 2023 წლის მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 23.9%-ით შემცირდა წინა წლის მაღალი ბაზის გამო, თუმცა წინა თვესთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა და 384.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-50.7% წ/წ, -3.0% თ/თ, მთლიანის 40.2%) და ყაზახეთიდან (-3.8%).

ამასთან, გზავნილების ზრდას ადგილი ჰქონდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • იტალია (+20.0%),
  • აშშ (+37.9%),
  • საბერძნეთი (+4.8%),
  • გერმანია (+48.5%),
  • ისრაელი (+12.6%) ,
  • თურქეთი (+80.5%).

ჯამურად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 47.9%-ით გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები