დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 70%-ი რუსეთზე მოდის

ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 70%-ი რუსეთზე მოდის

2023-09-19 14:00:47

ბოლო წლებში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მზარდ ტრენდზეა, ისევე როგორც საექსპორტო ბაზრები. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 169,331.51 ათასი დოლარის ღირებულების 58,697,531.66 ლიტრი ღვინო გადაზიდა, რაც 2022 წლის 8 თვის მონაცემებთან 15%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 8 თვეში ექსპორტზე სულ 50,839,528.90 ლიტრი ღვინო გავიდა. 

ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 70%-ი რუსეთზე (41,357,539.46 ლიტრი) მოდის. 8 თვეში ქვეყანამ რუსეთში ღვინის ექსპორტიდან 112,112.44 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ქართული ღვინისთვის მეორე საექსპორტო ბაზარია პოლონეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 3,625,199.56 ლიტრი ღვინო გადაიზიდა და რაც მთლიანი ექსპორტის 6%-ია. მესამე საექსპორტო ბაზარია უკრაინაზე, რომელზედაც ქვეყნიდან იმპორტირებული ღვინის მოცულობის 5%-ი მოდის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები