დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწორედ გაინოვაციურებაზე დგას - GITA-ს თავმჯდომარე

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწორედ გაინოვაციურებაზე დგას - GITA-ს თავმჯდომარე

2024-03-22 14:00:00

ინოვაცია უნდა შევიდეს ყველა ბიზნესში, ყველა სექტორში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწორედ გაინოვაციურებაზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. 

კასრაძის თქმით, მეწარმე სტატუსს ემატება კიდევ 3 ახალი სტატუსი.

„რაც შეეხება ახალ ინიციატივებს სტარტაპებისადმი, საქართველო მართლაც სამოთხე ხდება ინოვაციური ბიზნესის გასაკეთებლად. 3 ახალი სტატუსი ემატება ქართული მეწარმე სტატუსს. პირველი ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიები ნულოვანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებენ, რაც არის უპრეცედენტო. არასოდეს არ მომხდარა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ 0%-ი ყოფილიყოს საშემოსავლო გადასახადი. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი მთავრობის აღიარება, რომ ქვეყნის მომავალი დგას ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე. 

მეორე ეს არის მცირე და საშუალო ინოვაციური საწარმოს სტატუსი, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ინოვაცია იყოს არამარტო ცალკე განყენებული სექტორი, როგორც აქამდე ვუყურებდით, რომ სტარტაპები ცალკე და დანარჩენი ბიზნესი ცალკე. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ინოვაცია უნდა შევიდეს ყველა ბიზნესში, ყველა სექტორში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სწორედ გაინოვაციურებაზე დგას ნებისმიერ სექტორში, მათ შორის ტრადიციულ სექტორებში. 

ცალკე არის ანუ მესამე კვლებზე და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები, რომლებიც 5%-იანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებენ“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დაანონსებული რეფორმის თანახმად, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.

ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში:

  • ხელოვნური ინტელექტი -  საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
  • ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა. 
  • აგროტექნოლოგიები - სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას.

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:

  • Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს.
  • MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირების და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP- შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი.
  • Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს .. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.

ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA- მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები